ჩვენ ერთ, სომხურ სკამზე ვსხედვართ, ამიტომ ორი არ გვჭირდება | ფაშინიანი
"რატომ ორი სკამი? ჩვენ ერთ, სომხურ სკამზე ვსხედვართ, ამიტომ ორი არ გვჭირდება... ჩვენ ვგეგმავთ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გაგრძელებას, როგორც უკვე ვთქვით“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსი ჟურნალისტის კითხვაზე, რომ სომხეთი "ორ სკამზე ჯდომას" ცდილობს.
ჟურნალისტმა ფაშინიანს ასევე ჰკითხა ევროპულ ბაზარზე სომხეთის ექსპორტის პერსპექტივების შესახებ. ჟურნალისტის თქმით, ევროპულმა მხარემ განაცხადა, რომ სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 99 პროცენტი, მათ შორის ხილი და ბოსტნეული შეიძლება, შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე და ჰკითხა, შიშობს თუ არა სომხეთის პრემიერ-მინისტრი, რომ ევროპელები არ შეასრულებენ დაპირებებს.
"რატომ? რატომ უნდა მოგვატყუონ? ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ გულწრფელი და გახსნილი ყველა პარტნიორთან და ვიმედოვნებთ, ორმხრივად ვიმოქმედებთ“ - განაცხადა ფაშინიანმა.