ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დაახლოებით 3 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დაახლოებით 3 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა | ინფორმაციას ევროკავშირის პრესსამსახური ავრცელებს და წერს, რომ აქედან თითქმის 800 მილიონი ევრო პირველად გამოიყოფა „უკრაინის მხარდაჭერის სესხის“ ფარგლებში. მათივე ცნობით, უკრაინა თანხას მხარდაჭერის პროგრამა - Ukraine Facility-ის ფარგლებში მიიღებს.
"დღეს დამტკიცებული გადახდა უკრაინის მიერ ათი მიზნობრივი ნაბიჯის წარმატებით შესრულებას ასახავს. დღეის მდგომარეობით, უკრაინამ გეგმით გათვალისწინებული 95 მიზნობრივი ნაბიჯიდან 84 შეასრულა, რაც ამ ეტაპისთვის განსაზღვრული ეტაპების დაახლოებით 88%-ს შეადგენს“ - ნათქვამია განცხადებაში.