ლუკაშენკომ კიდევ 15 პოლიტპატიმარი შეიწყალა
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ 15 პოლიტპატიმარი შეიწყალა, რომელთაგან 13 მსჯავრს ექსტრემისტული მიმართულების დანაშაულის ჩადენის ბრალდებით იხდიდა. ინფორმაციას ლუკაშენკოს პრესსამსახური ავრცელებს.
15 შეწყალებულიდან 10 ქალია. გათავისუფლებული ადამიანების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. აშშ წელიწადზე მეტია ბელარუსთან მართავს მოლაპარაკებებს ოპოზიციონერების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ - ამერიკული სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.
ლუკაშენკო 15 სექტემბერს მინსკში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელ ჯონ კოულის შეხვდა. მოლაპარაკებების შემდეგ კოულიმ განაცხადა, რომ აშშ შეთანხმდა სანქციების მოხსნაზე ბელარუსულ კომპანიებზე „ლაკოკრასკა“ და „ბელლესბუმპრომი“. მინსკმა კი 25 მსჯავრდებულის გათავისუფლების პირობა დადო.