აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა თეთრ სახლს გადადგომის განცხადება წარუდგინა - Reuters
აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა თეთრ სახლს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა, რაც თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტთან რამდენიმეთვიან დაძაბულობას მოჰყვა - განუცხადა წყარომ სააგენტო Reuters-ს. ჯერჯერობით გაურკვეველია დააკმაყოფილა თუ არა თეთრმა სახლმა მისი განცხადება.
დრისკოლი, რომელიც ოფიციალური პირების განცხადებით ახლოს არის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან, გახდა კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც ჰეგსეტის ხელმძღვანელობის დროს პენტაგონიდან გაათავისუფლეს, ან აიძულეს გადადგომა. ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ჩართულია ირანთან ომში, ხოლო ათასობით აშშ-ის არმიის ჯარისკაცია დისლოცირებული ახლო აღმოსავლეთში - წერს Reuters.
„დრისკოლმა ადმინისტრაციასთან გამოთქვა შეშფოთება არმიის ტრანსფორმაციასა და საბრძოლო მზადყოფნასთან დაკავშირებით და იმაზე, რომ ჰეგსეტი კონკრეტულად ბლოკავდა ამ ძალისხმევას იმ გენერლების გათავისუფლებით, რომლებიც ამაზე იყვნენ პასუხისმგებელნი“ - განაცხადა წყარომ.
დენ დრისკოლი აშშ-ს არმიის მდივნის თანამდებობას 2025 წლის თებერვლიდან იკავებდა.