უცხოეთი

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, 1 თვის წინ პირისპირ შეხვდა აიათოლა მოჯთაბა ხამენეის და ის ჯანმრთელადაა

25 სექტემბერი, 2026 - 09:34

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ პირისპირ შეხვდა უზენაეს ლიდერს, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის და ეს შეხვედრა დაახლოებით 7 საათს გაგრძელდა.

ფეზეშქიანმა ამის შესახებ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ირანის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებშიმ ნიუ-იორკში იმყოფება.

ჟურნალისტმა ბრეტ ბაიერიმ მას შეკითხვები დაუსვა უზენაესი ლიდერის ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ვინაიდან ის საზოგადოებაში უკვე თვეებია არ გამოჩენილა.

ბაიერი: "თქვენ მას პირადად შეხვდით ერთი თვის წინ?"

ფეზეშქიანი: "დიახ".

ბაიერი: "ჯანმრთელადაა? შეუძლია ქვეყნის მართვა?"

ფეზეშქიანი: "რა თქმა უნდა, სრულიად".

...

ბაიერი: „მაშ, ირანი ომს ირჩევს თუ შეთანხმებას?“

ფეზეშქიანი: „ჩვენ ომს არ ვირჩევთ. ომი თავს მოგვახვიეს.