ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, მოსკოვში პუტინს შეხვდეს | ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს და წერს, რომ შეერთებული შტატები უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას ცდილობს, რადგან მიაჩნია, რომ პუტინი, სავარაუდოდ, გამოტოვებს G20-ის სამიტს, რომელიც დეკემბერში მაიამიში გაიმართება. მათივე ცნობით, ზელენსკიმ გაეროს შეხვედრაზე გაკეთებული ეს თხოვნა უარყო, მისი პოზიციის მცოდნე პირების თქმით, იგი ამ შეკითხვამ გააღიზიანა. გამოცემა წერს, რომ ტრამპს მსგავსი მოწოდებები მანამდეც რამდენჯერმე გაუკეთებია, თუმცა ზელენსკის მათზე უარი წარსულშიც უთქვამს.