EU უკრაინას "ევროპის მშვიდობის ფონდიდან" 6,6 მილიარდ ევროს გამუყოფს | ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ავრცელებს.
"ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ უკრაინისთვის „ევროპის მშვიდობის ფონდიდან“ 6,6 მილიარდი ევროს გამოყოფის პირობებზე.
ეს კარგი სიახლეა უკრაინისთვის და ცუდი სიახლე - რუსეთისთვის.900 მილიონი ევრო განკუთვნილია უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიისთვის. 1 მილიარდი ევრო დააფინანსებს აღჭურვილობის ახალ ერთობლივ შესყიდვებს. ხოლო 4,7 მილიარდი ევრო წევრ სახელმწიფოებს აუნაზღაურდებათ, რომელთაგან ზოგიერთმა უკვე განაცხადა, რომ თავის წილს უკრაინის მხარდასაჭერად მიმართავს.
მოსკოვის ჰიბრიდული თავდასხმები ცდილობს ევროპის დაშინებას, რათა მან შეამციროს უკრაინის მხარდაჭერა. ევროპა კი საპირისპიროს აკეთებს" | წერს კაია კალასი X-ზე.