მიხაილო ფედოროვმა პროექტი „რობოტების არმია“ წარადგინა
მიხაილო ფედოროვმა პროექტი „რობოტების არმია“ წარადგინა | ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლვოვში გამართულ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე IT Arena 2026 ახალი მასშტაბური თავდაცვითი ინიციატივის შესახებ განაცხადა. პროექტის მთავარი მიზანია ფრონტის ხაზზე უკრაინელი ქვეითი ჯარისკაცების ჰუმანოიდური რობოტებით ჩანაცვლება.
როგორც ფედოროვმა აღნიშნა, ახალი პროექტი წარმოადგენს კონცეფციის „ჰაერი. ხმელეთი. ეკონომიკა“ გაგრძელებას, რომელზეც მისი გუნდი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან მუშაობს. გეგმის მიხედვით, ჰუმანოიდურმა რობოტებმა ბრძოლის ველზე მარტივი, თუმცა ჯარისკაცებისთვის სახიფათო დავალებები უნდა შეასრულონ.
"შეიქმნება ჰუმანოიდური რობოტები, რომლებიც შეასრულებენ მარტივ ამოცანებს: ტყვიამფრქვევის გადატენვას, ელემენტის შეცვლას ან სენსორის დამონტაჟებას. ეს ისეთი ამოცანებია, რომელთა სწრაფად სწავლებაც შესაძლებელია და ბრძოლის ველზე სწრაფი განლაგების შემდეგ მათი განხორციელება“ | განაცხადა ფედოროვმა.
გამოცემა წერს, რომ პროგრამის გაშვებიდან პირველი ნახევარი წლის განმავლობაში ჰუმანოიდურმა რობოტმა ბრძოლის ველზე პირველი საბრძოლო ამოცანა უნდა შეასრულოს და მოწინააღმდეგის ჯარისკაცი გაანადგუროს. 12 თვის ვადაში, იგეგმება პირველი კომპლექსური ოპერაციის ჩატარება, სადაც ავტონომიური რობოტები და დრონები სპეციალური ალგორითმის მეშვეობით ერთმანეთს დაუკავშირდებიან. გარდა ჰუმანოიდური სისტემებისა, პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება იაფფასიანი გზაგადამჭრელი რაკეტებისა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დარტყმითი სისტემების შემუშავება.
უკრაინული მედიის ცნობით, ფედოროვის გუნდი ამჟამად აქტიურად ეძებს ინჟინრებს, სპეციალისტებსა და ინვესტიციებს როგორც უკრაინაში, ისე დასავლეთში. პროექტში მონაწილეობის მისაღებად უკვე მიწვეულნი არიან პროგრამული უზრუნველყოფისა და სამხედრო წარმოების წამყვანი უკრაინული და უცხოური კომპანიები.