რუსეთში დათვების თავდასხმებს წლის განმავლობაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში დათვების თავდასხმებს წლის განმავლობაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა | ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ მხოლოდ კრასნოიარსკის მხარეში, სექტემბერში, მტაცებლების მსხვერპლი 7 ადამიანი გახდა. მათივე ცნობით, შექმნილი ვითარების საპასუხოდ დასახლებულ პუნქტებში დაწესდა კომენდანტის საათი. ექსპერტები თავდასხმების მატებას ადრეული და მშრალი გაზაფხულით გამოწვეულ საკვების დეფიციტს, ასევე დასახლებულ პუნქტებთან არსებულ საკვებ ნარჩენებს უკავშირებენ, რაც მტაცებლებს იზიდავს.
გამოცემა წერს, რომ 1990 წლის შემდეგ რუსეთში მურა დათვების რაოდენობა 130 000-დან 308 000-მდე გაიზარდა. კრასნოიარსკის მხარეში მათი რაოდენობა 2.5-ჯერ გაიზარდა და 26 000-ს გადააჭარბა. მხოლოდ მიმდინარე წელს ადგილობრივებმა დასახლებულ პუნქტებში დათვების გამოჩენის შესახებ 120-ზე მეტი შეტყობინება დააფიქსირეს.