უცხოეთი

შვეიცარიელმა ამომრჩევლებმა ნეიტრალიტეტის გამკაცრებას მხარი არ დაუჭირეს

27 სექტემბერი, 2026 - 19:52

შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაცემებით, ნეიტრალიტეტის წესების გამკაცრებას მხარი ამომრჩეველთა 29%-მა დაუჭირა, 71% კი წინააღმდეგი იყო.

რეფერენდუმი დღეს გაიმართა.

ინიციატივა მემარჯვენე ორგანიზაცია Pro Schweiz-ს ეკუთვნის, რომელსაც კავშირი აქვს პოპულისტურ „შვეიცარიის სახალხო პარტიასთან“. ისინი მიიჩნევენ, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ შვეიცარიის მთავრობა ზედმეტად დაუახლოვდა ევროკავშირსა და NATO-ს