უცხოეთი

პუტინს მაიამიში G20 სამიტზე გამგზავრების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია | პესკოვი

27 სექტემბერი, 2026 - 20:29

"პუტინის მაიამიში G20 სამიტზე გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ყველა გარემოება გათვალისწინებული იქნება“, - ამის შესახებ მისმა პრესსპიკერმა პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. პესკოვმა დააზუსტა, რომ კრემლი პუტინის მიწვევას დიდი ოცეულის სამიტზე, "მოგვიანებით უპასუხებს". თუმცა, მისივე თქმით „რუსეთის ფედერაცია ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას G20-ის მუშაობაში“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთის პუტინი მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვია. ამის შემდეგ, ამერიკელი სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა, დონალდ ტრამპს სპეციალური წერილი გაუგზავნა და პუტინის მიწვევის გაუქმება მოსთხოვა.