უცხოეთი

პუტინი: რუსეთი სოლიდარობას უცხადებს ირანელ ხალხს

1 სექტემბერი, 2026 - 17:54

რუსეთი სოლიდარობას უცხადებს ირანელ ხალხს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში განაცხადა. 

"რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება ყველა სფეროში, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისა და სულისკვეთების შესაბამისად... რუსეთი სოლიდარობას უცხადებს ირანელ ხალხს, ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თქვენი სიმამაცითა და სიმტკიცით ეროვნული ინტერესებისთვის ბრძოლაში.


ჩვენ მივესალმეთ ამ წლის ივნისში ირან-ამერიკის ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმის ხელმოწერას, თუმცა, სამწუხაროდ, ზავი არასტაბილური და მეტისმეტად მყიფე აღმოჩნდა. ამ რთულ დროს ჩვენ ვცდილობთ მოგაწოდოთ აუცილებელი დახმარება; ეს განვიხილეთ თქვენთან და მოგაწვდით საჭირო საქონელს" - განაცხადა პუტინმა.