უკრაინული მედია: ანჯელინა ჯოლი უკრაინის ქალაქ პოლტავაში შენიშნეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ანჯელინა ჯოლი უკრაინის ქალაქ პოლტავაში შენიშნეს - ამის ამსახველი ფოტოები ადგილობრივ Telegram-არხებში ვრცელდება. მათივე ინფორმაციით, მსახიობი ქალაქის ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში საუზმობდა. ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
30 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანჯელინა ჯოლი უკრაინის ქალაქ ტერნოპილს ეწვია.