ვაფრთხილებთ პარტნიორებს: რუსეთის ცა სახიფათო ხდება, უსაფრთხო მომენტები დასრულდა
ვაფრთხილებთ პარტნიორებს: რუსეთის ცა სახიფათო ხდება, უსაფრთხო მომენტები დასრულდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"დღეს გვინდა გავაფრთხილოთ თითოეული ავიაკომპანია, რომელიც იყენებს რუსეთის საჰაერო სივრცეს, თითოეული მზღვეველი, ყველა, ვინც ჯერ კიდევ სარგებლობს რუსეთის საკვანძო აეროპორტებით: რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება. უკრაინა საფრთხეს არ უქმნის სამოქალაქო ავიაციას, როგორც ასეთს - არც ერთ სამოქალაქო თვითმფრინავს. უბრალოდ, რუსეთის ცაში დრონები ისე იქნება, რომ ეს უნდა გაითვალისწინოთ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ სათანადოდ არ იუწყება, რუსეთის ცა დე-ფაქტო დაიხურება: რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი ხურავს მის ცას.ჩვენ, უკრაინაში, არ გვსურს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დაკარგვა. ამიტომ ვაფრთხილებთ პარტნიორებს: რუსეთის ცაში უსაფრთხო მომენტები დასრულდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ესმოდეთ იმ სახელმწიფოთა ელჩებს, რომლებიც აქ, უკრაინაში მუშაობენ, და ელჩებს, რომლებიც მოსკოვში მუშაობენ. თითოეულმა მათგანმა ზუსტად იცის, რას ნიშნავს რუსული ომი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, და ეს ინფორმაცია თავიანთ დედაქალაქებს უნდა მიაწოდოს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ესმოდეთ შესაბამის ავიაკომპანიებს, რომლებიც ახლა დაფრინავენ უპირველეს ყოვლისა მოსკოვის, პეტერბურგისა და რუსეთის სხვა საკვანძო მიმართულებების აეროპორტებში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი შესაბამისი ინსტიტუტები საერთაშორისო სტრუქტურებს მიაწვდიან სრულ ინფორმაციას რუსეთის ცაში არსებული საფრთხეების შესახებ. სამოქალაქო ავიაციის ადგილი დრონებს შორის არ არის" - ამბობს ზელენსკი.