საზოგადოება

რუსთავში ახალი საპატიმრო გაიხსნება

7 ოქტომბერი, 2026 - 10:13

რუსთავში ახალი საპატიმრო გაიხსნება | ინფორმაციას IPN ავრცელებს და წერს, რომ ახალი დაწესებულება 150 მსჯავრდებულზე იქნება გათვლილი. „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება მსჯავრდებულებს 2027 წლის დასაწყისში მიიღებს.

„რუსთავში უახლოეს თვეებში გაიხსნება ახალი პენიტენციური დაწესებულება, რომლის მშენებლობაც პრაქტიკულად, უკვე დასრულებულია. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი დაწესებულებისთვის აუცილებელია შესაბამისი საკადრო რესურსი, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება შესაბამისი საშტატო ნუსხა. შესაბამისად, მომავალი, 2027 წლის დასაწყისში ახალი დაწესებულება უკვე მზად იქნება მსჯავრდებულთა მისაღებად“ - განუცხადეს IPN-ს იუსტიციის სამინისტროში.