უცხოეთი

ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა

2 სექტემბერი, 2026 - 14:13

ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა | ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ თურქულმა ავიაკომპანია "პეგასუსმა" ბოდრუმიდან მოსკოვის მიმართულებით 2 სექტემბრის რეისი გააუქმა. ავიაკომპანიამ მგზავრებს განუცხადა, რომ რეისი „საჰაერო სივრცეში არსებული ვითარების“ გამო გაუქმდა.

"არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ. თურქული მხარე რეისების შესრულებას კრძალავს“ - განაცხადეს ავიაკომპანიაში.

მათივე ცნობით, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის საინფორმაციო ტაბლოზე "პეგასუსის" კიდევ ორი რეისია გაუქმებული - სტამბოლის და დალამანის მიმართულებით. გამოცემა წერს, რომ ღამისა და დილის განმავლობაში გაუქმდა „თურქიშ ეარლაინსის“, სულ მცირე, ორი რეისი სტამბოლის მიმართულებით, ავიაკომპანია „ნესმა ეარლაინსის“ ერთი რეისი შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით და „შირაკ ავიას" - ერევნის მიმართულებით.

"მოვისმინეთ აღნიშნული განცხადება. დაველოდებით საერთაშორისო რეაქციას და სხვა დიდი ავიაკომპანიების გადაწყვეტილებას, როგორიც არის Turkish Airlines, Emirates, და შემდეგ ვისმჯელებთ" - უთხრეს მთავარს Georgian Ariways-ში.