სამეგრელოში, სოფელ ალერტკარში კაცმა მეზობელი მამა-შვილი დაჭრა
სამეგრელოში, სოფელ ალერტკარში კაცმა მეზობელი მამა-შვილი დაჭრა | დაჭრილი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან მთავარს თავად დაუკავშირდა. მისი თქმით, სავარაუდო დამნაშავე პოლიციის მიერ ძებნილი პირია. ოჯახებს შორის დაპირისპირებას წარსულშიც ჰქონდა ადგილი. დაჭრილი ქალის ინფორმაციით, კაცმა მათ დაზიანებები დანით მიაყენა, მანამდე კი სანადირო თოფიდანაც გაისროლა. მთავარი დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.
დაჭრილი მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მთავარი ინფორმაციის განახლებას შეეცდება.