უცხოეთი

რუსი სამხედროებისთვის ვიზების აკრძალვასა და რუსი ტურისტებისთვის წესების გამკაცრებას EU-ში ფართო მხარდაჭერა აქვს | კალასი

2 სექტემბერი, 2026 - 20:17

ირლანდიაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ინიციატივამ, რომელიც უკრაინაში მებრძოლი ყოფილი რუსი სამხედროებისთვის ვიზების აკრძალვასა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნების გამკაცრებას ითვალისწინებს, „ფართო მხარდაჭერა“ მოიპოვა | იუწყება სააგენტო Reuters.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.

„ფართო მხარდაჭერა ჰქონდა ინიციატივას, რომ წინ წავიწიოთ ყოფილი რუსი სამხედროებისთვის ევროკავშირში შესვლის სავიზო აკრძალვისა და რუსი ტურისტებისთვის სავიზო შეზღუდვების გამკაცრების მიმართულებით“, | განაცხადა კალასმა პრესკონფერენციაზე.

საკითხზე კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარტინ გიზემაც. მან აღნიშნა, რომ ვიზები მხოლოდ იმ რუსებზე უნდა გაიცეს, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენენ. თუმცა, სპიკერს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ განისაზღვრება ეს - "არ მინდა ვინმეს მივცე შესაძლებლობა, გვერდი აუაროს ამ კონტროლს" | აღნიშნა მან.