კრიმინალი

პროკურორის ცნობით, ავთანდილ ბილანიშვილს (კაწროს) ავტომობილის მართვის მოწმობის გარეშე მართვის გამო 30 გადაუხდელი ჯარიმა აქვს

16 ოქტომბერი, 2026 - 19:30

პროკურორის ცნობით, ავთანდილ ბილანიშვილს (კაწროს) ავტომობილის მართვის მოწმობის გარეშე მართვის გამო 30 გადაუხდელი ჯარიმა აქვს | ამის შესახებ საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომისას განაცხადა. მისივე თქმით, ბილანიშვილის წინააღმდეგ იძულებითი აღსრულება მიმდინარეობს.

ავთანდილ ბილანიშვილს, ვატო ყიფიანსა და შოთა ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს პატიმრობა შეეფარდათ. ისინი გუშინ, 14 ოქტომბერს რესტორანში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით დააკავეს. მათ პროკურატურა ჯგუფურ ძალადობას სდებს ბრალად.

 

ავთანდილ ბილანიშვილი ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა, არსებული ცნობებით ის ბერა ივანიშვილის მეგობარია, თავად ბერა კი მისი შვილის ნათლიაა. ვატო ყიფიანი კი ცნობილი ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტია.“