კრიმინალი

ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ბიჭი არასრულწლოვანმა თანასოფლელმა დაჭრა

17 ოქტომბერი, 2026 - 19:27

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში ახალგაზრდა ბიჭი არასრულწლოვანმა თანასოფლელმა დაჭრა | ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებული 112-ის ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება.

მათივე ინფორმაციით, დაჭრილი მეგობრებთან ერთად სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც არასრულწლოვნების ჯგუფთან შელაპარაკება მოუვიდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა - სწორედ ამას მოჰყვა დაჭრა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.