კრიმინალი

ბათუმში, 43 წლის როლანდ დავითაძის მკვლელობაში ბრალდებულს 14 - წლიანი პატიმრობა მიესაჯა

19 ოქტომბერი, 2026 - 16:23

ბათუმში, 43 წლის როლანდ დავითაძის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 14 - წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

"ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2026 წლის 31 მაისს, ბათუმში, ბრალდებულმა დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა." | ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მკვლელობა ბათუმში, ე.წ. ბონის დასახლებაში, ცენ­ტრა­ლუ­რი ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 31 მაისს მოხ­და. დავითაძე სა­ლონ­ში შე­სულ ცოლ-შვილს გა­რეთ ელო­დე­ბო­და, რა დროსაც მისი მი­სა­მარ­თით რამდენჯერმე გა­ის­რო­ლეს. რო­ლანდ და­ვი­თა­ძე კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. დანაშაულში ბრალდებული პირი 1 კვირის შემდეგ დააკავეს.