დავით ფეიქრიშვილი ციხიდან ისევ კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს
დავით ფეიქრიშვილი ციხიდან ისევ კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს | როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს "ზედა კიდურები აქვს დაზიანებული... საოპერაციო ბლოკში შესაყვანად ვამზადებთ". მის ამ განცხადებას გამოცემა პუბლიკა ავრცელებს. ფორმულასთან კი ფეიქრიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მას ახალი დაზიანება აქვს მტევანზე და წინა მხრის არეში:
"ვადასტურებ, რომ ახალი დაზიანებებით გადაიყვანეს ვივამედის კლინიკაში, კერძოდ გადაჭრილი ჰქონდა მარცხენა ხელის მტევანი და აქვს მარჯვენა ხელის თითის მოტეხილობა...
"თვითონ დავით ფეიქრიშვილმა მითხრა, ცემის დროს ესენი [ყიფიანები და "კაწრო"] ეუბნებოდნენ: შენი და შენი ძმის გულისთვისა ვართ აქ შემოსულებიო" | ამბობს ფორმულასთან საუბრისას დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი, პაატა გოგიაშვილი. ის მომხდარზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს