უცხოეთი ციტატა

თუ რუსეთი სამხედრო ბაზის სომხეთიდან გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით

3 სექტემბერი, 2026 - 14:49 · ფაშინიანი

თუ რუსეთი სამხედრო ბაზის სომხეთიდან გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით - ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრესკომფერენციაზე განაცხადა.

"ამ პერიოდის განმავლობაში რუსული სამხედრო ბაზის საკითხი არასდროს დაგვიყენებია და არც ისეა საქმე, რომ სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ყოფნას სასიცოცხლო აუცილებლობად მივიჩნევდეთ... თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, ხოლო თუ დარჩენის სურვილს გამოთქვამენ, ამის განხილვისთვისაც მზად ვართ. თუმცა ამ პერიოდში ეს საკითხები არასდროს წამოგვიჭრია" - ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრესკომფერენციაზე განაცხადა.

2 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის სომხეთიდან სამხედრო ბაზა გაიყვანოს, თუ ამას სომხეთი გადაწყვეტს.