თბილისში 25 წლის ბიჭი ძმის ქორწილში მოკლეს
თბილისში 25 წლის ბიჭი ძმის ქორწილში მოკლეს - შემთხვევა გუშინ ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. სუფრასთან ახალგაზრდებს შორის დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. მოკლული ახალგაზრდა ჩხუბში მონაწილეების გაშველებას ცდილობდა. მას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.
მთავარს შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება 108- ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.