ჩვენ ერთად უნდა შევიდეთ აფხაზეთთან და ოსეთთან და ვიყოთ სამოკავშირეო სახელმწიფოში - რუსეთი, ბელორუსი და საქართველო | პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია
ჩვენ ერთად უნდა შევიდეთ აფხაზეთთან და ოსეთთან და ვიყოთ სამოკავშირეო სახელმწიფოში - რუსეთი, ბელორუსი და საქართველო, ერთად | ამბობს პრორუსი ბიზნესმენი, მამუკა ფიფია "ფორმულასთან" საუბარში.
"ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვინც იქნება ჩართული ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების საკითხში... რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ჩვენ არაერთი განცხადება გაგვიკეთებია, როგორც პარტიას, სოლიდარობა - მშვიდობისთვის და დღესაც ვაცხადებთ - მოვიდა დრო დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის, რაც შეეხება ფონდს. ფონდი რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ხალხთა შორის დიპლომატიას და ნდობის აღდგენას - ეს გვაქვს ჩვენ განცხადებული. ჩვენ ერთად უნდა შევიდეთ აფხაზეთთან და ოსეთთან და ვიყოთ სამოკავშირეო სახელმწიფოში - რუსეთი, ბელორუსი და საქართველო, ერთად, ცალ-ცალკე არა" | ამბობს პრორუსი ბიზნესმენი, მამუკა ფიფია.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამუკა ფიფიამ ოთარ ფარცხალაძესთან ერთად "რუსეთ-საქართველოს ერთიანობის" ფონდი დააფუძნა. ფონდმა კობახიძესა და პუტინს ერთობლივი წერილითაც მიმართა და სხვა თხოვნებთან ერთად, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენაც მოუწოდა.