პაპუაშვილის თქმით, მდინარაძისთვის დაანონსებული რეგიონული პოლიტიკის განვითარების სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება
"ეს პოზიცია აღარ შეიქმნება, სახელმწიფო მინისტრისა. იცით, რომ თავის დროზე დაანონსდა, რომ გაუქმდებოდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოზიცია, შეიქმნებოდა რეგიონული მიმართულებით. რაც შეეხება გაუქმებას, გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქციის მქონე სახელმწიფო სამინისტრო, არ შეიქმნება რეგიონული მიმართულებით კოორდინაციისა და მსჯელობა მიდის და სავარაუდოდ, მოხდება რეგიონალური განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტური სამინისტროს გაერთიანება" | განაცხადა პაპუაშვილმა
29 ივლისს კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობაში ახალი თანამდებობა - რეგიონული პოლიტიკის განვითარების სახელმწიფო მინისტრის პოსტი შეიქმნება - მას კი მამუკა მდინარაძე დაიკავებს. პარალელურად, სექტემბრიდან გაუქმდება საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო. სექტემბრამდე კი მინისტრი მდინარაძე იქნება