აბუ-დაბიში, უკრაინის დელეგაცია ევროპისა და აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს
აბუ-დაბიში უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. უკრაინულმა დელეგაციამ პოზიციები ჯერ ევროპელ პარტნიორებთან და აშშ-ის წარმომადგენლებთან შეუჯერა.
„შევაჯერებთ პოზიციებს და კოორდინაციას გავუწევთ ნაბიჯებს მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპის წინ“, - განაცხადა უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა.
ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ, უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება The New York Times-ის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა ევროპაში მომავალი უსაფრთხოების გარანტიებია.