NATO-მ და უკრაინამ შექმნეს ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელსაც რუსული დრონების საფრთხის პროგნოზირება 24 საათით ადრე შეუძლია
NATO-მ და უკრაინამ შექმნეს ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელსაც რუსული დრონების საფრთხის პროგნოზირება 24 საათით ადრე შეუძლია | ინფორმაციის უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ სისტემა ფარავს ტერიტორიას, რომელიც ფრონტის ხაზიდან 50 კილომეტრის სიღრმეში ვრცელდება. მათივე ცნობით, ახალი სისტემა, ცნობილი როგორც „Initiative 13“ ან „Model 13“, ქმნის საპროგნოზო რუკებს. ეს უკრაინელ სარდლებს საშუალებას აძლევს წინასწარ განსაზღვრონ მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატების ოპერაციები და ეფექტიანად განათავსონ პირადი შემადგენლობა თუ ტექნიკა.
მედიის ცნობით, თითოეული უჯრედისთვის სისტემა ადგენს პროგნოზს რუსული სადაზვერვო და დარტყმითი დრონების აქტივობის ინტენსივობის, საფრთხის დონეების, მოსალოდნელი ცვლილებებისა და შესაძლო საოპერაციო ვარიაციების შესახებ. ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს ბრძოლის ველის ისტორიულ მონაცემებს, მათ შორის: რუსული დრონების წინა აქტივობებს, საფრენი აპარატების ტიპებს, განლაგების სქემებს, ამინდის პირობებს, რელიეფსა და ფრონტის ხაზთან სიახლოვეს.