უცხოეთი

ევროკავშირი Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში უკრაინას 8.04 მილიარდ ევროს გამოუყოფს, ტრანში ნოემბერში გამოიცემა

30 ოქტომბერი, 2026 - 21:03

ევროკავშირი Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში უკრაინას 8.04 მილიარდ ევროს გამოუყოფს, ტრანში ნოემბერში გამოიცემა | ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"უკრაინამ დამაკმაყოფილებლად შეასრულა შესაბამისი პირობები უკრაინის გეგმის ფარგლებში... მე-4, მე-7, მე-8 და მე-9 ფინანსური დახმარების ტრანშების ნაწილობრივი გამოყოფისთვის. აღნიშნული დახმარება წინასწარი დაფინანსების გამოქვითვამდე შეადგენს 8,040,665,425 ევროს, საიდანაც მეოთხე ტრანშზე მოდის 298,747,120 ევრო, მეშვიდე ტრანშზე - 368,010,368 ევრო, მერვე ტრანშზე - 95,530,669 ევრო, ხოლო მეცხრე ტრანშზე - 7,278,377,268 ევრო“ | ნათქვამია დოკუმენტში.