უცხოეთი

მოსკოვისა და პეტერბურგის აეროპორტებში 460-ზე მეტი რეისი გადაიდო და გაუქმდა უკრაინული დრონების შეტევის გამო

29 ოქტომბერი, 2026 - 23:40

მოსკოვისა და პეტერბურგის აეროპორტებში 460-ზე მეტი რეისი გადაიდო და გაუქმდა უკრაინული დრონების შეტევის გამო | ინფორმაციას Astra სერვის airports.ru-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ყველაზე მეტად ვნუკოვოსა და შერემეტევოს აეროპორტები დაზარალდნენ. მათივე ცნობით, პულკოვოს აეროპორტი იმ თვითმფრინავებს იღებდა, რომლებიც მოსკოვში დაჯდომას ვერ ახერხებდნენ. Розавиатсия-მ ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში ფრენებზე შეზღუდვები მხოლოდ დილის 6:46 საათზე მოხსნა. რეისების შეფერხება საღამომდე გაგრძელდა.