მათ არ დაუჯერეს [ტრამპს] და უგულებელყოფენ კიდეც ამ თხოვნებს | უშაკოვი უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვაზე
„მათ არ დაუჯერეს [ტრამპს] და, შეიძლება ითქვას, უგულებელყოფენ კიდეც ამ თხოვნებს“ | აცხადებს პუტინის თანაშემწე უშაკოვი რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებთან დაკავშირებით.
დღეს უკრაინულმა დრონებმა სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინისგან ამ დარტყმების შეჩერებას ითხოვს. ტრამპის პოზიციაა, რომ ეს ქმედებები დიზელის საწვავზე ფასის მატებას იწვევს.