აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კობახიძესთან პროდუქტიული ურთიერთობის ჩამოყალიბების გზები განიხილა | საელჩო
აშშ-ის საელჩო კობახიძისა და ელჩის მოვალეობის შემსრულებლის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კორტნი ოსტრიანმა პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართა გაცნობითი შეხვედრა, რომელზეც ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის უფრო პროდუქტიული ურთიერთობის ჩამოყალიბების გზები განიხილეს“ | წერს საელჩო
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გუშინ მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა და დაწერა, რომ კობახიძემ კორტნი ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. როგორც კობახიძის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს. მათივე ცნობით, კობახიძემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ საქართველო მზად არის აშშ -თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღსადგენად.