თელავში კაცმა ცოლს სცემა | შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცის მხრიდან ძალადობას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. კაცი მიმალვაშია. ის წარსულში ნასამართლევი პირია.
როგორც მთავარს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.