"მისია წარმატებით განხორციელდა. რეგიონში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება შეიტანეს და 800-მდე ადამიანის ევაკუაცია უზრუნველყვეს. ამერიკის სახელით, მადლობას ვუხდი რუსეთსა და უკრაინას გამოჩენილი ლიდერობისა და თანამშრომლობისთვის ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, ოლეშკიში ორ ერს შორის ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველი გახდება. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 2026 წლის 27 ოქტომბერს დაიწყო და გეგმისამებრ, 2026 წლის 1 ნოემბერს დასრულდა" - აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის განცხადებით, უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა
ევაკუაციის პერიოდში, ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და დროებითი ზავი, სწორედ აშშ-ის პირველი ლედის ჩართულობითა და შუამავლობით მოქმედებდა