ივანიშვილი ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" 2026 წლის თავისუფალი მედიის მტრების სიაში მოხვდა
ბიძინა ივანიშვილი ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" 2026 წლის თავისუფალი მედიის მტრების სიაში მოხვდა. ის ჩამონათვალში ეკონომიკის კატეგორიაშია ასეთი განმარტებით - "ისინი მედიას ფინანსურად ანადგურებენ".
RSF-ის სია 33 პირსა და ორგანიზაციას აერთიანებს. ჩამონათავალში არიან პოლიტიკური ფიგურები, ბიზნესლიდერები და ორგანიზაციები, რომლებსაც ბრალი ედებათ დამოუკიდებელი მედიის სისტემატურ ჩახშობასა და ინფორმაციის თავისუფლების უფლების დარღვევაში.
"მილიარდერი ოლიგარქი, ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, იგი კვლავ რჩება რეალურ ძალად საქართველოს ხელისუფლების უკან. მისი ბიზნესიმპერია და გავლენის ქსელი საშუალებას აძლევს მას მყარად აკონტროლოს ქვეყნის მედიალანდშაფტი, განსაკუთრებით პროსახელისუფლებო ტელეარხების მეშვეობით, როგორიცაა „იმედი“ და „რუსთავი 2“. მისი გავლენით, ეკონომიკური რესურსები და სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიყენება დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის პოლიტიკის სამსახურში: ფინანსური ზეწოლა, რეპრესიული კანონები, ცენზურა და სამართლებრივი დევნა. დამოუკიდებელი ჟურნალისტები განიცდიან სტიგმატიზაციას, დაშინებას და მათ აიძულებენ დუმილს." | წერს RSF ივანიშვილზე.
მედიის მტრების სიაში ასევე მოხვდნენ: ვლადიმერ პუტინი, ალექსანდრე ლუკაშენკო, დონალდ ტრამპი, ილონ მასკი, ილჰამ ალიევი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, სი ძინპინი, ბენიამინ ნეთანიაჰუ