ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში ჩავიდა.
„მადრიდში მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები გველოდება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, მოქალაქეების დაცვა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა თუ წარმოების გაფართოებაა. მადლიერი ვართ ესპანეთის გაწეული დახმარებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთს მიმდინარე წლის 18 მარტსაც ეწვია. ესპანეთში ჩასვლამდე ის ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა.