კრიმინალი

საგარეჯოში ორი ძმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მესამემ კი გაქცევა მოახერხა

5 ნოემბერი, 2026 - 20:40

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ძმა მოკლეს, მესამემ კი გაქცევა მოახერხა

გამოცემა „მთავარი ამბები კახეთიდან“ ინფორმაციით, რუსეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებულ ძმებს თანასოფლელი მაშინ ჩაუსაფრდა და გაუხსნა ცეცხლი, როდესაც ისინი ქორწილში მიდიოდნენ. ორი ძმა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მესამემ გაქცევა და ავტომობილისთვის თავის შეფარება შეძლო.