კრიმინალი

ხარაგაულის ერთ-ერთი სოფელში მასწავლებელი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

13 ნოემბერი, 2026 - 12:58

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელში, სკოლის მასწავლებელი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია მთავარს მიაწოდეს. წყაროს ცნობით, 70 წლამდე ასაკის პედაგოგი, დაახლოებით 1 კვირის წინ დააკავეს. დაზარალებული კი სკოლის მოსწავლეა. შსს ინფორმაციას ადასტურებს. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 141-ე, გარყვნილი ქმედების მუხლით დაიწყო.