შეიძლება ვიფიქროთ, რომ შეძლებულ ოჯახებს უფრო მაღალი ტარიფი დაუწესოთ, რომელთაც აქვთ იგივე საცურაო აუზები და ათბობენ ბუნებრივი აირით | ნარმანია გაზის შესაძლო გაძვირებაზე
შეიძლება ვიფიქროთ, რომ შეძლებულ ოჯახებს უფრო მაღალი ტარიფი დაუწესოთ, რომელთაც აქვთ იგივე საცურაო აუზები და ათბობენ ბუნებრივი აირით | თქვა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ოცნების პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში
„ძალიან დიდი პოლიტიკური ბატალიები მოყვა ამას [კანონს] და თითზე დაიხვია ოპოზიციამ და გარკვეულმა ვაი ექსპერტებმა.სინამდვილეში, ეს არის მარეგულირებელი კომისიისთვის უფლებამოსილება, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაადგინოს მოხმარების მიხედვით სხვადასხვა მოცულობის ტარიფი [...] შეიძლება, ვიფიქროთ იმაზე, რომ მომხმარებლები, რომლებიც მცირეს მოიხმარენ, ესენი არიან რეგიონებში მაცხოვრებლები, ეს არის სხვადასხვა კატეგორიის შეჭირვებული მოსახლეობა და ა.შ, რომელსაც მცირე მოხმარება აქვს, მისთვის რომ ფინანსური ტვირთი იყოს დაბალი, ხოლო მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებს, რომლებიც არიან ძირითადად უფრო შეძლებული ოჯახები, რომელთაც აქვთ იგივე საცურაო აუზები და ათბობენ ამ საცურაო აუზებს ბუნებრივი აირის გამოყენებით ან ა.შ.მათთვის დადგინდეს ცოტათი უფრო სხვანაირი ან უფრო მაღალი ტარიფები. ასეთი გამოცდილება არის სხვადასხვა ქვეყნებში და ჩვენც გვექნება ამის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში დავადგინოთ ასეთი დიფერენცირებული ტარიფები“ | თქვა დავით ნარმანიამ.