საზოგადოება

რუსეთის აეროპრტების შეფერხებით მუშაობამ Georgian Airways წელს 8 მილიონი დოლარით დააზარალა | თამაზ გაიაშვილი

12 ნოემბერი, 2026 - 16:18

„რთული პერიოდია ახლა - საწვავი გაძვირებულია, რაც ხარჯებს ზრდის, სათადარიგო აეროპორტები კი ავიაკომპანიისთვის კატასტროფაა. 2026 წლის განმავლობაში, ავიაკომპანიამ რუსეთში ფრენების შესრულებისას 8 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო. ეს აისახება ავიაკომპანიის კეთილდღეობასა და განვითარებაზე. სექტემბრიდან ჩვენ შევზღუდეთ რუსეთში ფრენები და კვირაში სამი სიხშირიდან 2-მდე შევამცირეთ, იქიდან გამომდინარე რომ რუსული აეროპორტები თითქმის ყოველ ღამეს იხურება, ჩვენი ავიაკომპანია კი სწორედ საღამოს ფრენებს სათადარიგო აეროპორტში ასრულებდა“ [BMG] | განაცხადა თამაზ გაიაშვილმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში

რუსეთის აეროპორტებში შეფერხებები, რეისების გადადება და ფრენების დროებითი შეზღუდვა ბოლო პერიოდში სისტემატურ ხასიათს ატარებს.
დრონებით შეტევების საფრთხის გამო, რუსეთის საავიაციო ხელისუფლება ხშირად აცხადებს ე.წ. გეგმა „ხალიჩას“, რაც კონკრეტულ ზონაში საჰაერო სივრცის სრულ დახურვას ნიშნავს. შეზღუდვები ყველაზე ხშირად ეხება მოსკოვის საავიაციო კვანძს - შერემეტიევო, დომოდედოვო, ვნუკოვო, ჟუკოვსკი - აეროპორტებს, ასევე სანქტ-პეტერბურგის (პულკოვო), ყაზანის, ნიჟნი ნოვგოროდის, სოჭისა და სხვა რეგიონულ აეროპორტებს.