რუსების ტყვეობაში მყოფ ქართველ მებრძოლს, გურამ ჭიჭინაძეს, უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "უზენაესმა სასამართლომ" უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის საქართველოს მოქალაქე, გურამ ჭიჭინაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„სახელმწიფო პროკურორის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ ჭიჭინაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში.
2022 წლის ოქტომბერში ჭიჭინაძემ ოდესის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების 28-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადაში სამხედრო სამსახურის კონტრაქტი გააფორმა. მან სამხედრო წვრთნები ნიკოლაევის რეგიონში გაიარა, დაქირავებული ჯარისკაცის რანგში მსახურობდა და რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა. 2022 წლის ნოემბერში მან შეიარაღებული კონფლიქტის ზონა დატოვა და კიევში ჩავიდა, სადაც თითქმის 400,000 რუბლის ჯილდო მიიღო. 2024 წლის თებერვალში ის საბრძოლო მოქმედებების ზონაში დაბრუნდა. 2024 წლის თებერვლის ბოლოს დაქირავებული რუსმა ჯარისკაცებმა ტყვედ ჩაიგდეს" | აცხადებს რუსეთის პროკურატურა.