საზოგადოება

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დროებით გაჩერდა

10 ნოემბერი, 2026 - 10:09

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დროებით დაიხურა და მგზავრებს ვერ მიიღებს. შეზღუდვის მიზეზი ესკალატორის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

 
"მეტროსადგური “თავისუფლების მოედანი” ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მცირე ხნით აჩერებს მგზავრთა მიღებას.
დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახური მუშაობს. სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მომსახურებას" - ვკითხულობთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.