ხელ-ფეხი შეუკრეს და ცივი იარაღის მუქარით დაეპატრონნენ 2000 ლარს | ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით 3 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ თავდამსხმელებმა მოტყუებით შეაღწიეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის დროებით საცხოვრებელ ბინაში, სადაც მათ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, წებოვანი ლენტის გამოყენებით ხელ-ფეხი შეუკრეს და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მათ კუთვნილ 2 000 ლარს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს" - აცხადებს შსს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ყაჩაღობის მუხლით (179-ე მუხლი) დაიწყო. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს