ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ | ცნობილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი გუშინ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას მიერ გამოცხადდა, თუმცა პროცესს არც თავად ხაბეიშვილი დასწრებია და არც მისი ადვოკატი, რომელმაც აღნიშნული განაჩენის შესახებ პროკურორისგან შეიტყო
ლევან ხაბეიშვილს თავს 2024 წლის 1 მაისის ღამეს, პარლამენტის მიმდებარედ დაესხნენ. მისი თქმით, ის აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ალყაში მოაქციეს, ტერიტორიიდან გაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის შედეგად მან მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო - მოგვიანებით დადასტურდა ცხვირისა და ყბა-სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე ტვინის შერყევა.