საზოგადოება

გარდაიცვალა 19 წლის ჯარისკაცი, რომელიც გორის ჰოსპიტალში 21 ოქტომბერს შეიყვანეს

10 ნოემბერი, 2026 - 16:35

ქართლის ამბების ცნობით, გორის ჰოსპიტალში გარდაიცვალა 19 წლის ჯარისკაცი, რომელიც დაჭრილი საავადმყოფოში 21 ოქტომბერს შეიყვანეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, ჯარისკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა, რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს.