პოლიტიკა ციტატა

ელისო კილაძემ თქვა, რომ მას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია გარდაცვლილ ლაზარე ჯორბენაძის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ის მოწმედ დაკითხვას ითხოვს

4 სექტემბერი, 2026 - 18:45 · ელისო კილაძის ადვოკატი

ელისო კილაძემ თქვა, რომ მას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია გარდაცვლილ ლაზარე ჯორბენაძის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ის მოწმედ დაკითხვას ითხოვს - ამის შესახებ ელისო კილაძის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ელისო კილაძემ თქვა, რომ მას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია გარდაცვლილ ლაზარე ჯორბენაძის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომ ეს ინფორმაციები შეიცავს დანაშაულებრივ ელემენტებსაც და მოსთხოვა პროკურორს, რომ დაიწყოს გამოძიება და ის დაკითხული იყოს მოწმედ. პროკურორმა ბრძანა, რომ ეს არ არის მისი პრეროგატივა, სხვა პროკურორი და საგამოძიებო უწყება იხილავს მას და მისწერეთ წერილობით ამ უწყებასო.

მან [ელისო კილაძემ] თქვა, რომ ის შემხვდა მე გარდაცვალებამდე, ჩემთან იყო და ჩაწერილიც მქონდა მასთან საუბარიო და საუბარი იყო აგენტურულ საქმიანობაზე. ალბათ, ეს აგენტურული საქმიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი“ [IPN] - ამბობს ვალერი გელბახიანი.