ბოლო 10 წელში საქართველოს მოსახლეობა 208 500 ადამიანით გაიზარდა | ინფორმაციას BMG საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, მოსახლეობა 5.6%-ით გაიზარდა და 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 3 მილიონ 930 400 შეადგინა. საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობაში, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც შედიან.