მარნეულში მეწარმეების სახლს მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს
მარნეულის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მეწარმის საცხოვრებელი სახლის ეზოში აალებადი ნივთიერება ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი 5 და 6 ნოემბერს მოხდა. თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო შემთხვევის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთავართან საუბრისას ფაქტი დაადასტურა. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ქონების დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. საქმეზე დაკავებული ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.