პოლიცია ქეთი დუმბაძის შვილს მოქალაქეზე თავდასხმის გამო ეძებს
„მწერალთა სახლის“ დირექტორისა და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ქეთი დუმბაძის შვილს, ნოდარ მაჭარაშვილს პოლიცია ეძებს. შემთხვევა 7 ნოემბერს მოხდა. ნოდარ მაჭაარშილს ერთ-ერთი კონცერტის პარალელურად მოქალაქეზე თავდასხმას ედავებიან. მთავარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტი დაადასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.