ვაკეში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი კოკა მორგოშიას შვილია
გავრცელებული ინფორმაციით კოკა მორგოშიას შვილი დააკავეს სანდო წყაროს ინფორმაციით, ვკეში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე, რომლის დროსაც ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრი დაჭრეს, 7 პირი დააკავეს, მათ შორის „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლისა და ჰომოფობიური ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის, კოკა მორგოშიას შვილი.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, თბილისში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ბრალდებულები უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა პირმა დაპირისპირებაში მონაწილე ახალგაზრდას ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში სამი ჭრილობა მიაყენა" - წერს შსს
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.